ბარეთის ტბა, ბაშქოის ტბა, ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე, წალკის წყალსაცავის ჩრდ.-აღმ-ით, ზ. დ. 1612 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. 1,34 კმ², აუზის ფართ. 9,3 კმ². მაქს. სიღრმე 1,3 მ, საშ. სიღრმე 0,82 მ. მდებარეობს სინკლინურ (ღერძულ) ნაწილში. საზრდოობს ატმ. ნალექებით. მაქს. დონე გაზაფხულზეა, მინ. – ზაფხულის ბოლოს. მუდმივი შენაკადი არა აქვს. ტბის სამხრ.-დას. ნაპირიდან გაყვანილია სარწყავი არხი.
ი. აფხაზავა