ბარეული

ბარეული, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბუგეულის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. რიონის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 600 მ, ამბროლაურიდან 16 კმ. 71 მცხ. (2014).

სოფელში იდგა წმ. გიორგის XI ს. ერთნავიანი ეკლესია. ერთიანად დაინგრა 1991 მიწისძვრის შედეგად.