ბართლომე დე სალინიაგო, (Bartholom ael deSalignago), XV ს. იტალიელი მოგზაური.
თავის ნაშრომში „იერუსალიმში მიმოსვლა“ გვაწვდის საინტერესო ცნობებს საზღვარგარეთ XV ს. საქართველოს საერთაშ. ავტორიტეტზე; მის ადგილზე აღმ. დიპლომატიურ ურთიერთობაში; გადმოგვცემს ქართველთა მდგომარეობას უცხოეთში, მათ პრივილეგიებს და თავად მაჰმადიანთა მიერ მინიჭებულ ზოგიერთ უპირატესობას, კერძოდ ქართველები იერუსალიმში, სხვებისაგან განსხვავებით, გაშლილი ეროვნ. დროშებით და საზეიმოდ მორთულ ცხენებზე ამხედრებულები შედიოდნენ და ამისათვის სულთანს დაწესებულ გადასახადს არ უხდიდნენ. მისი სიტყვებით, ეგვიპტისა და ოსმალეთის სულთნებს ქართველების ეშინოდათ.
ლიტ.: Tamarati M., L’eglise georgienne des origines jusqú à nos jours, Rome, 1910 ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ. I, თბ., 11997.