ბართოლომეი, ბარტოლომეი (Bartholomei) ივანე ალექსის ძე (28. XI. 1813, პეტერბურგი, – 5. X. 1870, თბილისი), რუსი პედაგოგი და ნუმიზმატი.
გენერალ-ლეიტენანტი, პეტერბ. აკად. წ.-კორ. (1856). 1850-იდან მსახურობდა ჩაჩნეთში, აფხაზეთსა და თბილისში. 1853 დიპლ. დავალებით გაიგზავნა სვანეთში. მან გარკვეული როლი ითამაშა სვანეთის რუსეთთან შეერთების საქმეში. შეაგროვა ქართ., ბაქტრიული, პართული და სასანური მონეტების მდიდარი კოლექცია, რ-იც შემდგომ ერმიტაჟს გადასცა. იკვლევდა ნუმიზმატიკის, კავკ. ეთნოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, აგრეთვე კავკასიური ენებისა და მათი ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს. 1855 გაზ. „კავკაზში“ (№ 70) გამოაქვეყნა ნაშრომი: „ეგრეთ წოდებული მიძჯეგური ენების შესახებ, რომლებიც დღემდე ცნობილია მხოლოდ კლაპროთის შედარებების მეოხებით“. ბ-მ უარყო ტერმ. „მიძჯეგური ენები“ და მის ნაცვლად შემოიღო „ჩაჩნური ენები“.
თხზ.: Letters numismatiques et archéologiques relatives á la Transcaucasie, St.-Pb., 1859; Collectio de monnaies Sassanides…, St.-Pb., 1873.
შ. ხანთაძე
ი. გაგოშიძე