ბართქორთი

ბართქორთი, ქედი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მყინვარწვერის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, ყოფს დევდარაკისა და ჩათის მყინვარებს. სიგრძე 3 კმ-მდე, ეშვება 4000-იდან 3000 მ-მდე. წარმოადგენს ანდეზიტის ვულკ. ნაკადს. თხემი დაფარულია თოვლ-ყინულით და უმთავრესად ნივალურ ზონაშია. ადგილ-ადგილ დამახასიათებელი წვეტიან-სვეტებიანი გაშიშვლებული კლდეებია.

მ. სანებლიძე