ბარიატინსკი ალექსანდრე ივანეს ძე [2 (14). V. 1815 – 25. II (9. III). 1879, ჟენევა], რუსეთის არმიის გენერალ-ფელდმარშალი (1859).
კავკ. ომების აქტ. მონაწილე (1835-იდან). ყირიმის ომის დროს იყო კავკ. კორპუსის შტაბის უფროსი, 1856–62 – მთავარსარდალი და მეფის ნაცვალი კავკასიაში. ხელმძღვანელობდა ჩრდ.-აღმ. კავკ. მთიელთა ეროვნ.-განმათ. ბრძოლის ჩახშობას. გატეხა შამილის წინააღმდეგობა და იგი დაატყვევა 1859 წ. 25 აგვ. აულ ღუნიბში. 1857-იდან ხელმძღვანელობდა საქართველოში საგლეხო რეფორმის მოსამზადებელ სამუშაოებს.
ზ. ანჩაბაძე