ბარნაბიანთკარი

ბარნაბიანთკარი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის მეტეხის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდ. თეძმის ნაპირზე. ზ. დ. 560 მ, კასპიდან 10 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 3 კმ. 264 მცხ. (2014).

სოფელში დგას ორი პატარა ეკლესია – მთავარანგელოზისა (XIX ს.) და წმინდა გიორგისა (შუა საუკ.).