ბარნაველი სარა ვასილის ასული (15. X. 1902, თელავი, – 1. VII. 1984, თბილისი), ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979).
1925 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1941-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ქართ. ხელოვნების ისტ. ინ-ტში. 1972–84 მცირე ხელოვნებათა განყ-ბის გამგე იყო. წლების განმავლობაში სწავლობდა ისტ. საბუთებსა და წერილობით წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. მზითევის წიგნებს, როგორც მატერ. კულტურის ამსახველ ძეგლებს. მისი მეცნ. მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო მცირე პლასტიკა, კერძოდ გლიპტიკა. მის ნაშრომებში განხილულია ქართ. გლიპტიკის უნიკალური ძეგლები, მოცემულია ამ დარგის განვითარების საინტერესო სურათი, დაფუძნებული ძეგლების მხატვრულ ანალიზსა და ფართო ისტ. მასალაზე. მეცნიერულად შეისწავლა და გამოაქვეყნა ქართ. ნივთიერი კულტურის, კერძოდ, მშენებლობის ისტორიასთან დაკავშირებული ძვ. საბუთები.
თხზ.: ქართული დროშები, თბ., 1953; საქართველოს ანტიკური საბეჭდავების ისტორიიდან, «საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე», 1957, ტ. 18, № 2; საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965.