ბარტდინსკი იპოლიტ, XIX ს., 30–40-იანი წწ. რუსი პოეტი, მთარგმნელი.
1841–45 თეთრი ლექსით თარგმნა ვეფხისტყაოსნის 142 სტროფი. ეს არის რუსთაველის პოემის უადრესი თარგმანი. გამოქვეყნდა 1845 პეტერბ. ჟურნ. „ილლიუსტრაციაში“ (№ 6, 7) სათაურით „ტარიელ-ბარსოვა კოჟა“. ვეფხისტყაოსანს ბ. გასცნობია პეტერბურგში მყოფი ქართვ. პოეტის გრიგოლ დადიანის (კოლხიდელის) დახმარებით, ხოლო თარგმნისას უსარგებლია დავით ჩუბინაშვილის პწკარედით.
ლიტ.: ანდღულაძე ლ., ვეფხისტყაოსნის რევოლუციამდელი რუსი მთარგმნელები, კრ.: ძველი ქართული მწერლობის საკითხები, [ტ.] 3, თბ., 1968.
ლ. ანდღულაძე