ბატასინი

ბატასინი (Mergus), ფრინველთა გვარი ღერღეტისნაირთა რიგისა.

ცნობილია 7 სახეობა: 5 ‒ ჰოლარქტიკაში, 1 ‒ ოკლენდის კ-ებზე და 1 ‒ სამხრ. ამერიკაში. საქართველოში მიმოფრენისას ან ზამთარში გვხვდება 3 სახეობა: დიდი ბ. (M. merganser), გრძელნისკარტა ბ. (M. serrator) და პატარა ბ. (M. albellus). აქვთ გრძელი და ვიწრო ნისკარტი, რ-საც გვერდებზე მახვილი კბილები მიუყვება (სხლეტია ნადავლის დასაჭერად). იკვებებიან თევზით, წყლის მწერებით, იშვიათად მოლუსკებით. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, კლდის ნაპრალებში ან ფუღუროში. დებენ 8 – 10 (დიდი ბ. – 15) კვერცხს.

რ. ჟორდანია