ბატეთის ტბა, ტბა ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ბატეთისწყლის (ძამის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში, 1313 მ სიმაღლეზე.
ზედაპირის ფართ. 0,02 კმ², აუზის ფართ. 5 კმ². მაქს. სიღრმე 12 მ, ბ. ტ. გაჩნდა კლდეზვავისაგან მდ. ბატეთისწყლის შეგუბების შედეგად. გამდინარეა. ტბის მიდამოები შემოსილია შერეული ტყით.
ი. აფხაზავა