„ბატონებო“

„ბატონებო“, წარმართობის ხანიდან მომდინარე უძველესი ქართული ხალხური პოლიფონიური (სამხმიანი) სიმღერა-ვედრება.

მღერიან ქალები ზოგიერთი ინფექციური სენით (ყვავილი, წითელა, ქუნთრუშა) დაავადებული ბავშვის საწოლთან, ზოგჯერ საკრავის თანხლებით. მომღერლები ზეარსებათა სახით წარმოდგენილ „ყოვლისშემძლე ბატონებს“ შესთხოვენ ავადმყოფის განკურნებას. სიმღერას სხვაგვარად საბოდიშოსაც ეძახიან, აღმ. საქართველოში ‒ „ბატონების იავნანას“. „ბ.“ ქალთა რეპერტუარიდან თანდათან გადავიდა მამაკაცებისაშიც, მას ხშირად ასრულებენ ფოლკლორული ანსამბლები (გუნდები).

გ. ჩხიკვაძე

ს. ჟორდანია