ბექიშვილი თედო გიორგის ძე

ბექიშვილი თედო გიორგის ძე (22. VI. 1941, სოფ. ნაღვარევი, დუშეთის მუნიციპ-ი, – 28. IX. 1992, თბილისი), პოეტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1967). 1968–76 მუშაობდა გამომც. „ნაკადულში“ რედაქტორად, 1977–82 – გაზ. „ლიტერატურულ საქართველოში“ განყ-ბის გამგედ, 1982-იდან იყო ჟურნ. „ცისკრის“ რედაქტორის მოადგილე.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ (1965), ლექსების პირველი კრებ. „მთაო გადმიშვი“ – 1971. მისი პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია „დღის გაგრძელება“ (1975), „რა აძლებინებს ზამთარში ხეებს“ (1979), „ზეობა“ (1980), „დღიურის ფურცლები“ (1982), „ორი მდინარე“ (1983), „რაც წლები გადის“ (1985), „რასა სწერთ, მთვარის სხივებო“ (1987), „მძიმე წელიწადი“ (1990), რჩეული ლექსები „დილიდან დაღამებამდის“ (1991). ბ-მა თარგმნა უნგრ. პოეტების ლექსები, ა. მიცკევიჩის, ა. პუშკინის, თ. ტიუტჩევის, ს. ესენინის ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე.