ბეღლეთი

ბეღლთეი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ქვიშხეთის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ლიხის ქედის აღმ. კალთაზე. ზ. დ. 800 მ, ხაშურიდან 16 კმ, ლიხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 2 კმ. 22 მცხ. (2014).

ბ. პირველად ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) აქვს მოხსენიებული. ბ. გვიანდ. შუა საუკუნეებში სათავადო სააბაშიოს ქართლის კუთვნილ ნაწილში შედიოდა. 1865 თავისი 7 კომლით სურამის უბნის ქვიშხეთის სასოფლო თემს ეკუთვნოდა.

სოფლის მახლობლად, ჩრდ.-დას-ით, სასაფლაოზე დგას წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია (XX ს.), წმ. გიორგის კიდევ ერთი ეკლესია (XIX ს.) დგას სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, მეორე სასაფლაოზე.

ჯ. გვასალია