ბეღურა

ბეღურა (Passer), ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. 18 სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში და აფრიკაში. 2 შეყვანილია ჩრდ. ამერიკაში. მომცრო ტანის ფრინველებია (სხეულის ზომა 12–15 სმ).

საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: სახლის ბ. (P. domesticus) და მინდვრის ბ. (P. montanus). ბ-ები იკვებებიან მცენარეთა თესლებით, კენკრით, ხილით, მწერებით. ზოგან ზიანი მოაქვთ – ანადგურებენ მარცვლოვნების ნათესებს. ქართ. სახელწ. „ბ.“ აერთიანებს სხვა გვარის (Petronia) წარმომადგენლებსაც – ქვის ანუ კლდის ბ-ს (P. petronia).

რ. ჟორდანია