ბეყმარი

ბეყმარი, სოფელი თიღვის მუნიციპალიტეტის ყორნისის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. აღმოსავლეთის ფრონის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 960 მ, ქარელიდან 32 კმ.

ბ-ს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) დვანისწყლის კუთვნილ სოფელთა სიაში. 1865 თავისი 16 კომლითურთ სურამის ოლქის თარმანეულის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა.

ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.