„ბეშტიას ჭინჭარი“

„ბეშტიას ჭინჭარი“, ქართული იუმორისტული ალმანახი. გამოდიოდა 1913 თბილისში. გამომცემელი – ი. ჯოხაძე. გამოიცა № 1, № 2. დაბეჭდილია სახუმარო ლექსები, მოთხრობები და კარიკატურები. მხატვრული გაფორმება და კარიკატურები ეკუთვნით ო. შმერლინგსა და გ. ზაზიაშვილს. „ბ. ჭ.“ „ჭინჭრის“ გაგრძელებაა.