ბეჩარა

ბეჩარა (ნამდვ. სახელი და გვარი ვასილ ბერიევი) [1852, თბილისი (ზოგი ცნობით გორი), – 1935, იქვე], ძვ. თბილისური პოეზიის ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელი. მისი პოეზია უმეტესად ზეპირი გზით ვრცელდებოდა. დაბეჭდილია რამდენიმე ლექსი (კრებ. „ორთაჭალის თაიგული“, თბ., 1913; გაზ. „კოლექტივიზაცია“, 1935, № 83). ბ-ს პოეზია გარდამავალი ეტაპია აშუღურიდან ქალაქური ლიტ-რისაკენ.

ლიტ.: გ რ ი შ ა შ ვ ი ლ ი  ი., ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბ., 1927.

გ. შაყულაშვილი