დიღმის განძი, XII–XIII სს. სპილენძის ქართული მონეტების განძი, აღმოჩენილი 1955 სოფელ დიღომში.
განძი შეიცავდა გიორგი III -ის სახელით მოჭრილ 67 მონეტას, გიორგისა და თამარის 1 მონეტას, თამარის 203 მონეტას, გიორგი IV ლაშას 170 მონეტას. მცირე რაოდენობით იყო აგრეთვე ილდეგიზიდური და სელჩუკური მონეტები.
განძი ჩამარხულია XIII ს. 20–30-იანი წწ. მიჯნაზე.
ლიტ: Д ж а л а г а н и я И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979.
გ. დუნდუა