ბაქოს ქართული თეატრი

ბაქოს ქართული თეატრი, შეიქმნა ბაქოში მუშათა რევ. მოძრაობის აღმავლობის პერიოდში.

პირველი წარმოდგენა (დ. ერისთავის „სამშობლო“) ქართველ მუშა-სცენისმოყვარეთა ძალებით გაიმართა 1893. შემდგომში წრეს ხელმძღვანელობდა ალიოშა ჯაფარიძე. მოგვიანებით წარმოდგენებში მონაწილეობდნენ და წრეს ხელმძღვანელობდნენ ბაქოში მცხოვრები ან მოწვეული პროფესიონალი ქართვ. მსახიობები და რეჟისორები: ე. და კ. მესხები, შ. დადიანი, ვ. გუნია, ვ. შალიკაშვილი, ა. წუწუნავა, ვ. ბარველი, დ. აწყურელი, ე. და ქ. ანდრონიკაშვილები, ც. ამირეჯიბი, ბ. წულუკიძე, შ. ხონელი, ნ. გვარაძე, დ. ჩხეიძე, დ. შველიძე, გ. მატარაძე და სხვ.

1909 ბაქოში დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ბაქოს განყ-ბა. ამ დროისათვის ბაქოში უკვე მოღვაწეობდა ნახევრად პროფ. დასიც, რ-იც 1933 სახელმწ. პროფ. თეატრად ჩამოყალიბდა. ამავე წელს თეატრში რეჟისორად მიავლინეს ს. ვაჩნაძე. მან თბილისიდან წაიყვანა მსახიობები: ე. ციმაკურიძე, ა. აფხაიძე, ა. გაჩეჩილაძე, მ. გურული, ა. მაკარიძე, შ. ქარცივაძე, ხოლო 1934 – 35 სეზონში ‒ კ. დაუშვილი, თ. სვანი, გ. კავსაძე. ბ. ქ. თ-ში დაიწყეს სასცენო მოღვაწეობა პირველმა ქართვ. რეჟისორმა ქალმა ნ. გამრეკელ-თორელმა, მსახიობებმა მ. გელოვანმა, ა. ჟორჟოლიანმა, ა. ჭუმბურიძემ და სხვ.

თეატრის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ სცენის მოყვარულები: დ. თედეშვილი, ა. ახობაძე, ა. და ალექსანდრე ნადირაძეები, ა. და გ. პავლიაშვილები და სხვ. ბ. ქ. თ-ის რეპერტუარში უმთავრესად ქართვ. დრამატურგების, აგრეთვე რუს და სხვა უცხ. ავტორთა პიესები შედიოდა. აღსანიშნავია, რომ შ. დადიანის „გუშინდელნი“, პ. კაკაბაძის „გზაჯვარედინზე“, კ. კალაძის „ბნელი ღამის სტუმრები“ და სხვ. პირველად ბაქოს ქართ. სცენაზე დაიდგა. ბ. ქ. თ-მა ხელი შეუწყო ბაქოს ქართვ. მოსახლეობაში ეროვნ. სულისკვეთების გაღვივებას.

დაიხურა 1937.