ბაქრაძე დავით (დ. 1.VII. 1972, თბილისი), საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2008–2012).
დაამთავრა სტუ ფიზიკოსის სპეციალობით ( 1994 ) და სახელმწ. მართვის ინ-ტი სახელმწ. მოხელის სპეციალობით (1996). არის ფიზიკა-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი (1998). 1998–2002 მუშაობდა საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ – ეროვნ. უშიშროების საბჭოში. 2008 დაინიშნა საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრად. იყო საქართვ. მე-6, მე-7, მე-8, მე-9 მოწვევების პარლამენტის წევრი (პარტიული სიით, ‒ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 აირჩიეს „ევროპული საქართველოს“,, თავ-რედ. მონაწილეობდა 2018 საპრეზიდენო არჩევნებში, 2020-იდან არის საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – „ევროპული საქართველო“ – მოძრაობა თავისუფლებისათვის“.
2021 დატოვა პარტიის რიგები და შევიდა პარლამენტში როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.