ამირხანაშვილი ივანე შალვას ძე (დ. 3. III. 1959, სოფ. გალავანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპ.), კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლ. მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1981). 1987–2007 მუშაობდა გაზ. „ლიტ. საქართველოს“ კრიტიკის განყ-ბის გამგედ. 1998–99 – კულტურის ინ-ტში, 2001–05 – თსუ-სა და 1994–95 ამავე უნ-ტის სოხუმის ფილიალში. იყო „ახალი ქართული გაზეთის“ განყ-ბის გამგე (1998), ჟურნალ „ცისკრის“ პროზის განყ-ბის რედაქტორი (2000–06), „ჩვენი მწერლობის“ პროზის რედაქტორი (2007–15).
ავტორია ოცამდე სამეცნ. და 500-მდე ლიტ. სტატიისა, რ-ებიც გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა ლიტ. გაზეთსა და ჟურნალში.
1993 მიენიჭა მწერალთა კავშირის პრემია „წლის საუკეთესო ახალგაზრდა კრიტიკოსი“; 1999 გამოცემული მისი წიგნი „თეთრი ჯვრის ხეობა“ აღინიშნა გამომცემლობა „ლომისისა“ და მწერალთა კავშირის პრემიებით. 2004 წიგნისათვის „ტკივილის დიალექტიკა“ მიენიჭა ლიტერატურის პრემია „საგურამო“. იყო თბილ. საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის „გალას“ ჟიურის წევრი (2009).
თხზ.: თეთრი ჯვრის ხეობა, თბ., 1999; ტკივილის დიალექტიკა, თბ., 2003; ქართული მწერლობა (ჟურნალ „დილის“ ენციკლოპედია), თბ., 2006, 2008; „თავისუფლების პარადოქსები“, თბ., 2012; „დაკარგული ავტორის ძიებაში“, თბ., 2014.