ბზვანელი (ნამდვ. გვარი ნაცვლიშვილი) ლადო ქრისტეფორეს ძე [12 (24). IV. 1864, სოფ. ბზვანი, ქუთაისის მაზრა, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 10. VI. 1953, თბილისი], პედაგოგი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1939).
დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია. მასწავლებლად მუშაობდა სოფ. მერევის სამონასტრო სასწავლებელში, სოფ. ნიკორწმინდის სასწავლებელში, სოფ. ტობანიერის ორკლასიან სასწავლებელში და ქუთ. საქალაქო სასწავლებელში. ავტორია წერილებისა: „მწარე ფიქრები“, „სამი გამგის საქციელის გამო“, „რა დავაშავე?“, „ქართული ენის პროგრამა და საყმაწვილო ბიბლიოთეკები“, „სამართლიანი და უსამართლო საყვედური“ და სხვ.
ა. სამადაშვილი