„ბზიკი“

„ბზიკი“, ქართული სატირულ-იუმორისტული ჟურნალი. დაარსდა 1907 თბილისში. გამოდიოდა კვირაში ერთხელ. რედაქტორი – ა. წერეთელი (№1), პ. გაჩეჩილაძე (№2), გამომცემელი – თ. ბაქრაძე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ ი. ხანდამაშვილი (მიმინო), ნ. კალანდაძე (ეშმაკი) და სხვ. მხატვრული გაფორმება და კარიკატურები ეკუთვნის ო. შმერლინგს. გამოიცა 2 ნომერი თვისა და რიცხვის მიუნიშნებლად.