ბიადულია ზმიტროკ (ნამდვ. სახელი და გვარი სამუილ ეფიმის ძე პლავნიკი) (23. IV. 1886, სოფ. პოსადეცი, მინსკის მხარე, – 3. XI. 1941, დასაფლავებულია ქ. ურალსკთან), ბელორუსი მწერალი.
იყო ლიტ. გაერთიანებების „მალადნიაკის“ და „უზვიშის“ წევრი. პირველი მხატვრული ნაწარმოებები გამოაქვეყნა 1910. საქართველოში (გაგრაში) იმყოფებოდა 1926 იანვრიდან აპრილამდე, რის შთაბეჭდილებებითაც შექმნა პოეტური ციკლი „კავკასია“ და ნოველები. ნაწარმოებები „ისლამ-ბეი“, „მთებში“ პირველი პოეტური და პროზაული თხზულებები იყო ბელორ. ლიტ-რაში, რ-ებშიც ქართ. სინამდვილე აისახა. ბ. საქართვ. ბუნების აღწერის უზადო ოსტატია. მის ნაწარმოებებში შედარებით სუსტადაა ასახული ქართ. ეროვნული ხასიათი.
თხზ.: Збор твораў, т. 1–4, Минск, 1951–53.
ლიტ.: Б о г о м о л о в И. С., М и м и н о ш в и л и Р. С., Брат, ты братством силен, М., 1985, с. 122.
ვ. სალია