ბიბილაშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (14. I. 1916, ქვედა საქარა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპ-ი, – 10. X. 1944, მდ. ნემანის დას. ნაპირი), საბჭოთა კავშირის გმირი (24. III. 1945, სიკვდილის შემდეგ), გვარდიის კაპიტანი. დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი (1941).
II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდ. კავკასიაში, ყირიმსა და ბალტიისპირეთში. თავი გამოიჩინა მდ. დაუგავის გადალახვისა და მის ნაპირზე პლაცდარმის დაკავებისათვის ბრძოლაში. 1944 გმირულად დაიღუპა მდ. ნემანის დას. ნაპირზე გამართულ ბრძოლაში. დაკრძალულია ქ. ტაურაგეს (ლიეტუვას რესპ.) ძმათა სასაფლაოზე.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სხვა სახელმწიფო ჯილდოებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი