ბიბილეიშვილი შოთა ილიას ძე (10. IV. 1930, ქუთაისი, – 23. XI. 2020, ათენი, ტენესის შტატი, აშშ), ექიმ-ნევროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1986). 1953 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1953–61 მუშაობდა ექიმ-ნევროპათოლოგად ლენინგრადში, გროზნოში, 1961–65 – ექიმთა დახელოვნების მოსკოვის ინ-ტში. 1965-იდან მუშაობდა თბილისში. 1965–84 იყო თბილ. კლინიკური და ექსპერ. ნევროლოგიის ინ-ტში სწავლულ მდივნად, 1984–2002 – დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში.
ბ. შეისწავლიდა თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებებს, ბუნებრივი ძილისა და ეპილეფსიის ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს. დაადგინა ელექტროფიზიოლ. კანონზომიერებანი, რ-ებიც საფუძვლად უდევს ეპილეფსიური გულყრის აღმოცენებას ღამის ძილის დროს. „ძილის ეპილეფსიის“ სამკურნალოდ დანერგვა სამკურნ. პრეპარატი ტრიფტოფანი; კლინიკური სომნოლოგიის ერთ-ერთი პიონერია საქართველოში. 1970–80 გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის, რ-იც მიეძღვნა ეპილეფსიის კლინიკისა და პათოგენეზის საკითხებს, 1982 მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია.
თხზ.: старая болезнъ раскрывает свои тайны ... (об эпилепсии), წგ.: Наука и Человечество, М., 1986 (თანაავტ. П. Сараджишвили); On functional condition of brain somnogenic systems in epileptics, «Neuroscience», 1987, v. 22, Suppl. P. 444.
ვ. გაბაშვილი