ბაქრაძე ილია დიმიტრის ძე (დ. 1. XI. 1940, თბილისი), ონკოლოგი. კოლო-პროქტოლოგიური ონკოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2000), სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ნამდვილი წევრი (1998), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1998), ემერიტუსი (2015).
1965 დაამთავრა თსსი,1965–68 მუშაობდა რუსთავის ქიმ. კომბინატის სამედ.-სან. ნაწილში ქირურგად; 1970‒74 იყო მოსკოვის პროქტოლოგიის ინ-ტის ასპირანტი, 1975‒78 ‒ ერევნის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის პროქტოლოგიის კათედრის უფრ. მეცნიერი მუშაკი. 1978-იდან ‒ თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი (1985), კათედრის გამგე (1991‒ 2015). 1983 ბ-მ ონკოლოგიის სამეცნ. ცენტრში ჩამოაყალიბა რესპუბლიკაში პირველი ონკოლოგიური პროქტოლოგიის განყ-ბა, რ-საც 2013-მდე თვითონვე ხელმძღვანელობდა. მან კლინიკაში დანერგა მსხვილი ნაწლავის კიბოს რადიკალური, აღდგენით-რეკონსტრუქციული და გაფართოებული ოპერაციები. 1983‒2013 ბ. საქართვ. შრომის, ჯანმრთელობის და სოც. დაცვის სამინისტროს მთ. პროქტოლოგი იყო. 1998 შრომათა ციკლისთვის ,,აღდგენითი რეკონსტრუქციული ოპერაციები ონკოლოგიაში“ მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია; ამავე წელს აირჩიეს აშშ-ის კოლოპროქტოლოგთა ასოციაციის ნამდვილ. წევრად.
ბ-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა, მ. შ. მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რ-ებიც ეხება ონკოლოგიის აქტუალურ საკითხებს.