ბაღნარი

ბაღნარი, სოფელი გაგრის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდინარეების სანდრიფშისა და ჟეოფსეს (მდ. ხაშუფსეს სათავეები) შესართავის მახლობლად. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., აჩმარდა, ველი, კლდეკარი, მენდელეევო). ზ. დ. 260 მ, გაგრიდან 31 კმ.

ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.