ბოროზდინი კორნელი ალექსანდრეს ძე

ბოროზდინი კორნელი ალექსანდრეს ძე [ 9 (21). III. 1828 – 1 (13). IX. 1896, პეტერბურგი], რუსი მოხელე. 1848 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი და კავკ. მეფისნაცვლის კანცელარიაში გაამწესეს.

1854 აპრ-იდან იყო სამეგრელოს მმართველის ეკატერინე დადიანის მდივანი, მისი შვილების აღმზრდელი, 1857-იდან სენაკის, 1860-იდან კი თელავის მაზრის უფროსი. 1867 დატოვა კავკასია. აქვს მოგონებები სამეგრელოსა და სვანეთზე. ეს ნაშრომი XIX ს. საქართვ. სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიის მნიშვნელოვანი წყაროა.

თხზ.: ბატონყმობა სამეგრელოში (მასალები), ტფ., 1927 (თანაავტ.: რ. ერისთავი, მურიე); სამეგრელო და სვანეთი 1854–1861. მოგონებანი, ტფ., 1934.

შ. ხანთაძე