ბორომეო ანდრეა

ბორომეო (Borromeo) ანდრეა (დ. მილანში, – გ. 1683), თეატინელთა ორდენის მისიონერი ბერი. 1652 იტალიიდან სამეგრელოში ჩამოვიდა. თავისი მისიონერული მოღვაწეობის შესახებ ბ-მ 1658 წ. 8 ივნ. წერილი გაგზავნა რომში. მასში არის ცნობები სამეგრელოს მთავარ ლევან III დადიანზე, იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ზე, ვამეყ III დადიანი|ვამეყ III დადიანზე. ბ-ს გარდაცვალების შემდეგ 1704 რომში გამოიცა მისი წიგნი „მოხსენება საქართველოზე, სამეგრელოზე და თეატინელთა მისიები იმ მხარეში“.

წყარო: ჯუდიჩე  მილანელი  დონ  ჯუზეპე, წერილები საქართველოზე. XVII საუკუნე, თარგმ. და გამოც. ბ. გიორგაძისა, თბ., 1964.

ლიტ.: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი  მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.

ბ. გიორგაძე