ბორჩალო, ისტორიული მხარე ქვემო ქართლში. ძირითადად მოიცავს ახლანდ. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.
სახელწოდება მოდის დებედის ხეობაში XVII ს. დასაწყისში ჩასახლებული თურქმანული ტომის ბორჩალუსაგან. ცალკე პოლიტ. ერთეულად ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ირანის შაჰმა აბას I-მა 1604 ქართლის სამეფოს სხვა ტერიტორიასთან ერთად დებედის ხეობაც ჩამოაჭრა. გარკვეულ პერიოდში ბ-ს სახანო ბამბაკსაც მოიცავდა. ბორჩალო-ბამბაკის სახანოს აღმ-ით ესაზღვრებოდა ყაზახის სახანო, ჩრდ-ით – მდ. ქცია, დას-ით – სომხითი და ლორის სახანო, სამხრ-ით – ერევნის მთები. სახანო ხშირად არ ემორჩილებოდა ქართლის სამეფოს და ირანის აგრესიის დასაყრდენს წარმოადგენდა. XVIII ს. 50-იან წლებში მეფე თეიმურაზ II-მ ბორჩალოს სახანო თავის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. 1765 ერეკლე II-მ სამოურავოდ აქცია. საქართვ. რუსეთის იმპერიასთან მიერთების (1801) შემდეგ შეიქმნა ბ-ს დისტანცია, რ-იც თბილისის მაზრაში შედიოდა. 1880 თბილ. გუბ. შემადგენლობაში შეიქმნა ბორჩალოს მაზრა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ზ. ცინცაძე