ბორჩალოს მაზრა, ადმ.-ტერ. ერთეული, თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. შეიქმნა 1880 შულავრის დროებითი ადმ. განყ-ბის რეორგანიზაციის შედეგად. ადმ. ცენტრი – დიდი შულავერი. ფართობი 1905 წ. – 6870 კმ 2, 1917–21 წწ. – 4360 კმ 2, 1922–29 წწ. – 2655 კმ 2. მოსახლეობა 1897 წ. – 128877, 1906 წ. – 144943, 1917 წ. – 96500, 1921 წ. – 69003, 1929 წ. – 86494 კაცი. ეროვნული შემადგენლობა: ქართველები, რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, გერმანელები.
საქართვ. ახ. ადმ.-ტერ. დაყოფასთან დაკავშირებით 1929 გაუქმდა. ბ. მ-ის ტერიტორიაზე შეიქმნა მანგლისის, წალკის, თეთრი წყაროს, ბაშქიჩეთის (ახლანდ. დმანისი), ლუქსემბურგის (ახლანდ. ბოლნისი) და ბორჩალოს (ახლანდ. მარნეული) რ-ნები.
ლიტ.: Центральный государственный исторический архив. Путеводитель, 2 изд., Тб., 1976, с. 353.
ო. ჟორდანია