ბაშელეიშვილი მიხეილ ონოფრეს ძე (15. I. 1929, სოფ. ბაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპ., ‒ 4. I. 2011, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).
ამერიკის მათ. საზ-ბის ნამდვილი წევრი (1992-იდან). დაამთავრა თსუ (1950). ამავე უნ-ტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის დრეკადობის თეორიის განყ-ბის გამგე (1973-იდან). საქართვ. ტექ. უნ-ტის უმაღლესი მათ. კათედრის პროფესორი (1982-იდან). იკვლევდა მათ. ფიზ. და მათ. დრეკადობის თეორიის საკითხებს.
საქართვ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1971, ვ. კუპრაძესთან, თ. გეგელიასა და თ. ბურჭულაძესთან ერთად).
თხზ.: Трехмерные задачи математической теории упругости и термоупругости, М., 1976 (თანაავტ.).
თ. ებანოიძე