ბაშყარა, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოს და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე. სიმაღლე 4129 მ.
აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ბ-იდან ადილსუს ხეობაში (ბაქსანის აუზი) ეშვება ამავე სახელწოდების მყინვარი, ხოლო სამხრ-ით, მესტიაჭალის ხეობაში (ენგურის აუზი) ‒ ლეხზირის მყინვარი.
დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
გ. დევდარიანი