დიხაზურგა

დიხაზურგა, სოფელი გალის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), აფხ. მთისწინეთის სამხრ.-აღმ. ნაწილში, მდ. ენგურის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ზენი, ოცარცე). ზ. დ. 200 მ, გალიდან 15 კმ. 616 მცხ. (1989).

სოფელს 1952-მდე ეწოდებოდა დიდი წიფური. დ-ის ეკლესიის ნანგრევებზე აღმოჩნდა გრიგოლ გალატოზთუხუცესის (კალატოზთუხუცესი) წარწერა, რ-იც X–XI სს-ით თარიღდება.

დ-ის მახლობლად არის გვიანდ. შუა საუკ. სათანჯოს კოშკი.