ბაწარა, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 13 კმ, აუზის ფართ. 42,0 კმ².
სათავე აქვს პანკისის ქედის აღმ. კალთაზე ტბათანის მთის ძირას. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა ‒ ზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირობა - ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 0,5 მ³/წმ.
ბ-ის ხეობაში არის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.
ი. აფხაზავა