„ბახთიარნამე“

„ბახთიარნამე“, კლასიკური სპარსული პროზის ნიმუში, ერთი ჩარჩოთი შემოფარგლული არაკების კრებული. სხვაგვარად ეწოდება „ათვეზირიანი“.

უფლისწული ბახთიარი თავის გადარჩენის მიზნით ჰყვება სხვადასხვა გასართობ არაკს, რათა მეფე არ აჩქარდეს, სამართლიანი იყოს და ათ ცილისმწამებელ ვეზირს არ დაუჯეროს. „ბ-ს“ წყარო ფალაურ ლიტ-რაშია საძიებელი. საშ. სპარსულიდან მომდინარე არაბ. ვერსია X ს-ით თარიღდება. იგი შევიდა „1001 ღამეში“.

„ბ.“ იხსენიება XII ს. სპარს. წყაროებში. მისი ადრინდ. ლიტ. დამუშავება, რ-იც დაყიყის მიეწერება, მოღწეულია ჩვენამდე XIII ს. ხელნაწერებით. XV ს-ში გაჩნდა მისი პოეტური (ავტორი ფანაჰი) და ხალხ. დამუშავებანი.

ერთ-ერთ ასეთ ხალხ. ვერსიას უკავშირდება ქართ. საკმაოდ ზუსტი მხატვრული თარგმანი. უცნობი მთარგმნელი ვახტანგ VI-ის მთარგმნელობითი სკოლის წარმომადგენელი უნდა იყოს (XVIII ს. დასაწყ.). მეორე ქართ. თარგმანი შესრულებულია ალექსანდრე სულხანიშვილის მიერ 1825. მისი წყაროა ფანაჰისეული პოეტური ვერსია.

ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე  ა., ბახთიარ-ნამეს ქართული ვერსიისათვის (ვახტანგისეული თარგმანი), «ლიტერატურული ძიებანი», 1948, [ტ.] 4; გვახარია ა., სპარსული ხალხური დასთანების ქართული ვერსიები (ბახთიარ-ნამე), თბ., 1968.

ა. გვახარია