ბახტაძე გიორგი გიორგის ძე (7. I. 1916, ხონი, ‒ 7. I. 1957, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (3. VI. 1944).
დაამთავრა ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტი (1942). II მსოფლიო ომის დროს (1939‒45) მონაწილეობდა ჩრდ. კავკასიისა და ყირიმის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. 1944 ივნ. ასეულმა ბ-ის მეთაურობით დაიკავა პლაცდარმი ქ. ხერსონის მახლობლად მდ. დნეპრზე და უზრუნველყო ბატალიონის ორგანიზებული გადასვლა მდინარეზე, რისთვისაც მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება.
ბ. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი