ბახტაძე გრიგოლ (გივი) გრიგოლის ძე

ბახტაძე გრიგოლ (გივი) გრიგოლის ძე (25. II. 1924, თბილისი, ‒ 26.09.1996, იქვე), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983). საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკად. წევრი (1994).

1944 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1960 – 70 იყო ამავე ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი, 1973-იდან ‒ გამგე. 1960 – 69 სამედ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა სამხ.-საველე თერაპიის კურსს. შეისწავლიდა ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, წამლისმიერი დაავადების, სამკურნ. ფიზ-კულტურის საკითხებს, თირკმლის დაავადებებს. აღწერა მდებარეობითი ჰიპოტონია, დაადგინა გლიკოზიდების მოქმედება ინტერორეცეპტორებსა და უმაღლეს ნერვულ სისტემებზე და სხვ.

თხზ.: შროშანას წვენი, თბ., 1958; ქრონიკული არტერიული ჰიპოტონია, თბ., 1971; კლინიკური ნეფროლოგია, თბ., 1981; ექიმობა ჩემი პროფესიაა, თბ., 1984; თერაპიული ლექსიკონი, თბ., 1991 (თანაავტ.: ა. ქისტაური, გ. ბახტაძე).