ბახტაძე ვალია (ვალერიან) სამსონის ძე (27. VI. 1896, ხონი, ‒ 4. XII. 1930, თბილისი), რევოლუციური (ბოლშევიკური) მოძრაობის მონაწილე, კომპარტიის წევრი 1915-იდან.
რევ. მოძრაობაში ჩაება ქუთ. გიმნაზიაში სწავლის დროს (1912–15). 1917 მონაწილეობდა თებ. რევ. ბრძოლებში პეტერგოფში, შემდეგ ავსტრიის ფრონტზე დროებითი მთავრობის წინააღმდეგ სამხ. ნაწილის აჯანყებაში. იყო ხონის პარტ. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბათუმის, შემდეგ ბათუმ-გურიის ბოლშევიკური კომიტეტის, ქუთ. საგუბერნიო კომიტეტის წევრი.
1918 მონაწილეობდა ანტისამთავრობო აჯანყებებში სამეგრელოსა და აფხაზეთში, 1920 მუშაობდა გაზ. „კომუნისტის“ სარედაქციო კოლეგიის მდივნად, შემდეგ ‒ ბაქოში XI წითელი არმიის ცხენოსანი დივიზიის სამხ. კომისრად. 1921-ის შემდეგ ბ. მუშაობდა გაზ. „კომუნისტის“ რედაქტორად, პარტიის ქუთ. საგუბერნიო კომიტეტის მდივნად, საქ. კპ (ბ) ცკ-ის აგიტაციისა და პროპაგანდის განყ-ბის გამგედ, გაზ. „მუშა და გლეხის“, ჟურნ. „მნათობის“ რედაქტორად.
ლ. თოიძე