ბახტაძე იური კონსტანტინეს ძე (დ. 23, I. 1947, თბილისი). გეოლოგი.
1969 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის გეოლ. ფაკ-ტი. იმავე წლიდან მუშაობდა საწარმოო გაერთიანება „საქგეოლოგიაში“ (ახლანდ. საქართვ. რესპ. გეოლ. დეპარტამენტი). 1980-იდან იყო მეთოდური ექსპედიციის კომპლ. გეოლ. ანალიზისა და პროგნოზირების საცდელ-მეთოდური პარტიის უფროსი.
მინერ. რესურსების პროგნოზის ავტომატიზებული ტექნოლოგიის დამუშავებისა და სახ. მეურნეობაში მისი დანერგვისათვის სხვა სპეციალისტებთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1988).
თხზ.: Методическое руководство по прогнозированию и составланию среднеи крупномасштабных прогнозных карт на медные и полиметалические руды, М., 1987 (თანაავტ.).
ვ. ჯავრიშვილი