ბებიაშვილი შოთა ლეონტის ძე [17. VI (30. VI). 1914, ხაშური, ‒ 18. III. 1993, თბილისი], მეცნიერი რადიოტექნიკის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1980), სსრკ დამს. რადისტი (1960).
II მსოფლიო ომის მონაწილე. 1938 დაამთავრა თბილ. კავშირგაბმ. ელექტროტექ. ინ-ტი. 1946 – 93 პედ. მუშაობას ეწეოდა თსუ-ში (1948-იდან რადიოტექნიკის კათედრის გამგე). იყო რთულ ტექ. სისტემათა საიმედოობის თეორიის სპეციალისტი და დარეზერვების ზოგადი თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი ძირითადი შრომები ეხება მოდულაციის თეორიისა და რთულ სისტემათა საიმედოობის ზოგადი თეორიის პრობლემებს.
ბ. იყო თვითნასწავლი მხატვარი. 1948-იდან რეგულარულად მონაწილეობდა თვითნასწავლ მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიურ გამოფენაზე (ამ გამოფენების ლაურეატი).
მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.
თხზ.: საიმედოობის თეორიის საფუძვლები, თბ., 1969; რადიოტექნიკის საფუძვლები, წგ. 1, თბ., 1981.