ბებნისი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., აფნისი, ლეთეთი). ზ. დ. 640 მ, ქარელიდან 2 კმ. 1,3 ათ. მცხ. (2014).
ბ. პირველად მოხსენიებულია 1609 საბუთში. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) მას დიდი ლიახვით მორწყულ სოფელთა სიაში ათავსებს. 1865 ბ. თავისი 34 კომლით სურამის უბნის რუისის სასოფლო თემში შედიოდა. ბ-ის დას-ით 3 კმ-ზე ძვ. ნასოფლარი და სამაროვანია.
ჯ. გვასალია