„ბახტრიონი“

„ბახტრიონი“, ყოველკვირეული ლიტერატურული და საინფორმაციო გაზეთი.

გამოდიოდა 1922 – 23 თბილისში. რედაქტორი ‒ გ. ლეონიძე, გამოვიდა სულ 28 ნომერი. „ბ-ში“ თანამშრომლობდნენ „ცისფერყანწელები“ მწერლები: ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი, რ. გვეტაძე, შ. აფხაიძე, გ. ცეცხლაძე, ა. არსენიშვილი, აგრეთვე ვ. ბარნოვი, შ. არაგვისპირელი, ა. ლაისტი, ვ. კოტეტიშვილი, თ. სახოკია, ს. შანშიაშვილი. გაზეთში იბეჭდებოდა ლექსები, მინიატიურები, კრიტ. წერილები, ფელეტონები და ლიტ. ქრონიკა.