ბაჯითი, სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის თემში (იმერეთის რეგიონი), რაჭის ქედის სამხრ. შტოქედის დაბოლოებაზე, საჩხერის ქვაბულის დას. კიდეზე, მდ. ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 640 მ, საჩხერიდან 5 კმ. 520 მცხ. (2014).
ბ-ში აღმოჩენილია მარმარილოს საბადო. ბ. წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XI ს-იდან. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ დას. საქართვ. რუკაზე (1743) აღნიშნულია ბ-ის აზნაურის ციხე-დარბაზი. ბ-ში დგას XI–XII სს. ეკლესია, რ-ის ლაპიდარული წარწერა თარიღდება XII – XIII სს-ით.
მეორე ეკლესია XIX ს-ში უნდა იყოს აგებული.