ბაჰლაუნდები, სამცხის წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო VIII–IX სს-ში.
წყაროში იხსენიება ამ გვარის სამი თაობა: იოვანე, მისი ძე ბეშქენი და ბეშქენის ძე მირიანი. მირიან ბაჰლაუნდი დაქორწინდა სამცხის დიდებული აზნაურის გიორგი ჩორჩანელის დაზე ლატავრაზე და გიორგის უშვილოდ გადაგების შემდეგ დაეუფლა მის მამულს ‒ ჩორჩანს. ამიერიდან მირიანის შთამომავლები იწოდებოდნენ ჩორჩანელებად.
არის მოსაზრება, რომ ბ-ის ერთი შტო დამკვიდრდა ქართლში და მათი შთამომავლები არიან თავადი ფალავანდიშვილები.
ლიტ.: ვ ა ჩ ნ ა ძ ე ნ., სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1975.
ნ. შოშიაშვილი