ბებია ედუარდ ვახარდის ძე

ბებია ედუარდ ვახარდის ძე (10. VI. 1937, სოფ. ჯირხვა ‒ 96, სოხუმი), მოცეკვავე და ქორეოგრაფი. აფხ. სახ. არტისტი (1981), საქართვ. სახ. არტისტი (1987).

1968 დაამთავრა მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნ. ინ-ტის სარეჟისორო-ქორეოგრაფიული განყ-ბა. 1956-იდან იყო აფხ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე, 1959-იდან ‒ სოხ. კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყ-ბის გამგე, 1975-იდან ‒ სასწავლებლის დირექტორი.

1970 დააარსა აფხ. ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლი „შარათინი“ ‒ ახლანდ. აფხ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. ანსამბლი, რ-ის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი იყო. ანსამბლმა მაღალი მხატვრული ოსტატობისა და პროფესიონალობის წყალობით დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ბ-ს საუკეთესო დადგმებია „ნართა“, „ახალგაზრდული ცეკვა“ და სხვ.

ა. თათარაძე