ბორჯომის სახალხო თეატრი, დაარსდა 1908–09 წლებში. აქ ი. ჭავჭავაძის მკვლელობიდან 1 წლის თავზე დაიდგა მისი ნაწარმოები „ქართლის დედა“. 1948, ბორჯომში სახელმწ. თეატრის დახურვისთანავე კულტ. სახლთან არსებულ დრამ. წრეს სათავეში ჩაუდგა ხელოვნ. დამს. მოღვაწე, რეჟ. გ. ხმალაძე. დაიდგა სპექტაკლები: „რაიკომის მდივანი“, ა. წერეთლის „კინტო“, ლ. ჭუბაბრიას „კარგი ამხანაგი“. ა. ცაგარლის „ხანუმა“, რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, ვ. გუნიას „და-ძმა“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1959); ამ სპექტაკლით თეტრმა მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ დათვალიერებაში და მიიღო ლაურეატის წოდება. ამის საფუძველზე კი საქართველოში ერთ-ერთ პირველს მიენიჭა სახ. თეატრის წოდება. 1948–71, გ. ხმალაძის რეჟისურით სახ. თეატრში დაიდგა მრავალი სპექტაკლი: ა. აბდუმომინოვის „განაჩენი აღარ გასაჩივრდება“, პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, ს. მთვარაძის „სახსოვარი“, გ. მდივნის „სამშობლო“ და სხვ; 1983‒92 ‒ ლ. ჭუბაბრიას „ოხ, ეს ღვინო, ღვინო“, ა. ჩხაიძის „როცა ქალაქს სძინავს“, ნ. ხუნწარიას „ოქროპირი“, ს. მთვარაძის „ომის ნაკვალევზე“, ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“, გ. გორხელაშვილის „კეთილი პაპა“, ლ. თაბუკაშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, გ. ბათიაშვილის „როცა ჩვენ ტელევიზორებს ვუყურებთ“ და სხვ; ზ. ანდღულაძის რეჟისურით 1992–2012 დაიდგა: ნ. ხუნწარიას „ოხ, ეს მსახიობები“, ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“, ა. წერეთლის „ბუტიაობა“, გ. ერისთავის „უჩინ-მაჩინის ქუდი“ და სხვ; 2012–21 თეტრის რეჟისორი გახდა ზ. კიკნაველიძე, რ-მაც დადგა: დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დარისპანის გასაჭირი“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“, ე. პეტროვისა და ი. ილფის „12 სკამი“, მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“, ე. იონესკოს „მელოტი მომღერალი“; ზღაპრები: კ. მიქაბერიძის „ცისკარა“, გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“, კ. გოცისა და ფ.შილერის „პრინცესა ტურანდოტი“და სხვ.
2021-იდან თეატრის რეჟისორია ლ. ინწკირველი.
ბ. ს. თ-ს მჭიდრო ურთიერთობა აქვს სხვადასხვა თეატრალურ დასთან, განსაკუთრებით კი მარჯანიშვილის თეატრთან, რ-იც მისი ტრადიციული პარტნიორია.
ნ. გომართელი