ბორჯომის ხეობა, მდ. მტკვრის ხეობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სოფ. დვირიდან (სამხრ.-დას.) სოფ. ტაშისკარამდე (ჩრდ.-აღმ.). სიგრძე დაახლ. 60 კმ. ხეობა გამომუშავებულია მესხეთისა და თრიალეთის ქედების შესაყარზე. ბ. ხ. ახალციხის ქვაბულს აკავშირებს შიდა ქართლის ბართან. გენეტურად ტექტონ.-ეროზიული ღრმა (1300–1500 მ) გამკვეთი ხეობაა, ძირი ზ. დ. 710–900 მ მდებარეობს. აგებულია ძლიერ დანაოჭებული პალეოგენური, უმთავრესად ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით და ფლიშური წყებებით. ბაკურიანის ლავური ნაკადის ბოლო ქ. ბორჯომთან მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირამდე აღწევს.
ბ. ხ-ის გაგანიერებულ ტერასულ უბნებს ციცაბოფერდობებიანი ვიწრობები ენაცვლება. ხეობის ფერდობები დასერილია ხევებით. ზოგან არის მეწყერი და გაშიშვლებული კლდეები. ბ. ხ. მდიდარია გრუნტის წყლებითა და წყაროებით. ხეობის მარცხ. მხარის დიდი ნაწილი ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი|ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს უჭირავს.
ბ. ხ-ში გადის ელექტრიფიცირებული რკინიგზა და საავტ. გზატკეცილი. მთის ზომიერი ჰავა, უნიკალური სამკურნ. მინერ. წყაროები და შესანიშნავი ბუნებრივი ლანდშაფტები საკურორტო მეურნეობისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიან. ხეობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი კლიმ.-ბალნეოლ. კურორტებია: ბორჯომი, ბაკურიანი, ახალდაბა, წაღვერი, ციხისჯვარი, ცემი, ტბა და სხვ.
სახელწ. „ბ. ხ.“ პირველად 1819 საბუთში გვხვდება. მანამდე მას ხეობა ეწოდებოდა, ხოლო სადგერის და გუჯარეთისხევებთან ერთად იგი ითვლებოდა თორის მხარეში. არქეოლ. კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბ. ხ-ში პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია. XV ს-ში აქ ავალიშვილთა სათავადო (საავალიშვილო) შეიქმნა. XV ს. ბოლოს ბ. ხ. სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა, მოსახლ. ნაწილი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი ზემო ქართლსა და იმერეთს შეეხიზნა. XVIII ს. ბოლოსათვის ბ. ხ. მთლიანად გაუკაცრიელდა. ახალციხის საფაშოს მოშლისა და სამცხე-საათაბაგოდან თურქ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (1829) დაიწყო ბ. ხ-ის ხელახალი დასახლება. XIX ს. 50–60-იან წლებში ზემო იმერეთიდან და ზემო ქართლიდან ბ. ხ-ში 205 კომლი გადმოსახლდა. შემდგომში აქ უკრაინელი და ბერძენი მოახალშენენიც დასახლდნენ. 1871 ბ. ხ. დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საუფლისწულო მამული გახდა. 1899 მოხდა წაღვერისა და ტიმოთესუბნის გლეხთა აჯანყება. 1918 წ. 7 მარტს ამიერკავკ. სეიმმა ბ. ხ. სახელმწ. საკუთრებად გამოაცხადა. 1921 წ. 20 მაისს დეკრეტით ბ. ხ. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა.
ბ. ხ. მდიდარია ისტ. და ხუროთმოძღვრული ძეგლებით. საუკუნეთა მანძილზე აქ შენდებოდა როგორც ციხეები და საფორტიფიკაციო ნაგებობები, ისე საკულტო და საერო დანიშნულების შენობები. მათგან ბევრმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, ბევრიც დაზიანებული და გადაკეთებულია.
ბ. ხ-ში შემონახულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ჩუქურთმებით შემკული დაბა|დაბის (XIV ს. I ნახ.) ეკლესია, ნეძვის სამეკლესიიანი ბაზილიკა (IX ს.), მწვანე მონასტერი და სხვ. ბ. ხ-ში სტრატეგიული მოსაზრებით შუა საუკუნეთა მრავალი ციხესიმაგრე იყო. მათგან დღეისათვის შემორჩენილია პეტრეს ციხე|პეტრეს ციხის ნანგრევები, რ-იც, ვახუშტის თქმით, „ფრიად მაგარი და შეუვალი“ ყოფილა. იგი ახლაც მოჩანს მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, ასეთივეა გოგიას ციხე, დვირის ციხე. ხეობაში მრავლადაა სადარაჯო კოშკები და საერო დანიშნულების სხვა ნაგებობებიც.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; ყ ი ფ შ ი ძ ე ნ., ბორჯომი და მისი ხეობა, თბ., 1954.
ქ. ჯაყელი
ვ. აბულაძე